LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზერა საწოლისკენ: კორეელმა წყვილმა Airbnb-ზე დამალული კამერა აღმოაჩინა

162

იაპონიაში, საკუთარ ბინაში, კორეელმა წყვილმა კვამლის დეტექტორებიდან გამომავალი მწვანე შუქი შენიშნა. „კორეის ჰერალდტის“ მიხედვით, როგორც აღმოჩნდა, სახანძრო სიგნალი აშკარად მალავდა საიდუმლო კამერას, რომელიც მოგზაურმა წყვილმა სოციალურ ქსელში დაპოსტვის შემდეგ შეამჩნია.
ოთახის კუთხეში სტრატეგიულად განთავსებული ყალბი სახანძრო დეტექტორი უცნაურად გამოიყურებოდა – როგორც ჩანს, პატარა კამერის ობიექტივი პირდაპირ საწოლზე მიუთითებდა.

„ღამე კოშმარად იქცა მას შემდეგ, რაც ინტერნეტში მსგავსი ტიპის კამერების შესახებ ინფორმაცია მოვიპოვეთ“ – წერდა კორეელი მამაკაცი.

მოწყობილობის კარგად დათვალიერების შემდეგ, მასში მიკრო-SD მეხსიერების ბარათი აღმოჩნდა. მათ ასევე შეამჩნიეს, რომ ბარათი შეიცავდა ყველა იმ კადრს, რაც იმ ოთახში მომხდარა. იაპონიის სამხრეთ კორეის საელჩოს დახმარებით, წყვილმა შეძლო, საქმის წარმოება ადგილობრივი პოლიციისთვის მიენდო.
„კორეის ჰერალდტში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში Airbnb-ის წარმომადგენელმა განაცხადა:

„Airbnb აქვს ნულოვანი ტოლერანტობა კონფიდენციალურობის დარღვევების მიმართ და ნებისმიერი მსგავსი საქმე განიხილება უკიდურესად სიმძიმით”.
ამ ფაქტის შემდეგ Airbnb ონლაინ ბაზრიდან აიკრძალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები