„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატის არჩევის თემას სახალისო პოსტით ეხმაურება.
ოქრუაშვილი წერს, რომ უკვირს იმ ამომრჩევლის, რომელმაც 31 ოქტომბერს საბურთალოზე ალეკო ელისაშვილს მისცა ხმა და ახლა უკვე ლანძღავს.
„სამი კატეგორიის ხალხის არ მესმის:
– ცოლ-ქმრის, რომელიც საერთო ფეისბუქ ანგარიშს აკეთებს;
– ხალხის, რომელიც კომენტარებში და პირადში “შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე”-ს მწერს ყოველთვის, მზადაა ერთადერთი გათხოვილი ქალიშვილი ქმარს გააშოროს და მე მომათხოვოს, მაგრამ ხმას სხვას აძლევს;
და
– „ნაცების“, რომლებმაც საბურთალოზე ხმა ელისაშვილს მიცეს და დღეს აღშფოთებული წერენ მასზე“,- წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, საბურთალოს რაიონში დავით სერგეენკომ ხმების – 44.99% დააგროვა, ალექსანდრე ელისაშვილმა კი – 18.63%. ამავე რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი იყო ირაკლი ოქრუაშვილიც. თუმცა ის მეორე ტურში ვერ გადავიდა.