LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზად ვართ რუსეთს ისეთი სანქციები დავუწესოთ, როგორიც აქამდე არ გინახავთ: აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი

99
კამალა ჰარისი

რუსეთი უკრაინის სუვერენიტეტს არ უნდა შეეხოს, ამას მკაფიოდ ვაცხადებთ, – ამის შესახებ შტატების ვიცე პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.

ეს იყო განცხადება იმ კონტექსტში, იქნება თუ არა ცხელი ომის ფაზა ევროპაში მომდევნო კვირების განმავლობაში.

“ჩვენ პირდაპირი დიალოგი გვაქვს რუსეთთან. პრეზიდენტი მის რუს კოლეგას ვირტუალურად შეხვდა. ჩვენ უნდა დავიცვათ უკრაინის სუვერენიტეტი რუსეთისაგან” – აცხადებს ვიცე პრეზიდენტი ჰარისი.

“ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან ამ კუთხით და ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ დავაწესოთ სანქციები, როგორიც აქამდე არ გინახავთ,“- აღნიშნა აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა

კითხვაზე, დაუწესებენ თუ არა სანქციებს უშუალოდ ვლადიმერ პუტინს, კამალა ჰარისმა უპასუხა, რომ კონკრეტულ სანქციებზე საუბარი არ სურს.

„კონკრეტულ სანქციებზე საუბარს არ ვაპირებ. გავიმეორებ, რომ სანქციების ტიპი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის სანქციები, რომლებიც აქამდე არ დაგვიწესებია,“- აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.