არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე წუთში “ქართული ოცნება” თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას ზეიმობს.
დედაქალაქის მოქმედმა მერმა ამომრჩევლებს მიმართა და მადლობა გადაუხადა. კახა კალაძის თქმით, ის დაელოდება ოფიციალურ შედეგებს, მანამდე კი მადლობას უხდის მხარდამჭერებს ხმის მიცემისთვის.
დედაქალაქის მერი პირობას დებს, რომ თბილისს 24 საათის განმავლობაში ემსახურება.
ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით “გორბის” ეგზიტპოლების მიხედვით კახი კალაძემ არჩევნების მეორე ტურში 57.2% აიღო, ხოლო ნიკა მელიამ 42.8%
განსხვავებულია, “მთავარი არხის” დაკვეთით გაკეთებული კვლევები. “ანევოს” ეგზიტპოლების მიხედვით არჩევნებში ნიკა მელიამ 51% აიღო, ხოლო კახი კალაძემ 49%