LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზად ვარ ჩამოვიდე და თქვენი პოლიტიკოსები ევროპელ ლიდერებთან დავაკავშირო, მთავარია პრორუსი არ იყოს: არახამია

436
არახამია

უკ­რა­ი­ნის რა­დას ფრაქ­ცია “ხალ­ხის მსა­ხუ­რის” ლი­დე­რი და­ვით არა­ხა­მია მზად არის, ჩა­მო­ვი­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ევ­რო­პელ ლი­დე­რებ­თან და­ა­კავ­ში­როს და ქვე­ყა­ნას ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში და­ეხ­მა­როს.

არა­ხა­მი­ას თქმით, “ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რად სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტო­ბის­თვის მზა­დაა, მაგ­რამ ღრმად თუ ჩა­ვი­ხე­დავთ, იქ ბევ­რი ფსევ­დო პრო­ცე­სია”.

” ვერ ვგრძნობ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ნება არ­სე­ბობს.” – აცხადებს არახამია.

“სამ­წუ­ხა­როდ, ვერ ვგრძნობ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ნება არ­სე­ბობს. ადა­მი­ა­ნი აბ­სო­ლუ­ტუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბით ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას­თან ერ­თად თა­ვის ბერ­კე­ტებს და­კარ­გავს. მერე კი იქ­ნე­ბა უფრო და­ცუ­ლი, მაგ­რამ ეს ჯერ სა­კუ­თარ თავ­ში უნდა გა­და­ხარ­შოს. თქვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ ტრანსფორ­მა­ცი­ის­თვის მზად არ არის, მაგ­რამ რად­გან მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ევ­რო­პა უნდა, ისი­ნიც ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან ამ იდე­ის გარ­შე­მო იცეკ­ვონ და თავი მო­აჩ­ვე­ნონ, თით­ქოს ამა­ზე მუ­შა­ო­ბენ.

ჩვენ და­გეხ­მა­რე­ბით, მზად ვარ, პი­რა­დად ჩა­მო­ვი­დე თქვე­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ევ­რო­პის ლი­დე­რებ­თან და­ვა­კავ­ში­რო, ოღონდ ერთი პი­რო­ბით, ჩემ­თა­ვის სუ­ლერ­თია რა ერ­ქმე­ვა პარ­ტი­ას, სუ­ლერ­თია პო­ლი­ტი­კო­სის გვა­რი, მთა­ვა­რია პრო­რუ­სი არ იყოს”,- აღ­ნიშ­ნა მან “მთა­ვარ არხთან” ინ­ტერ­ვი­უ­ში.

 

ბიჭებო, პირდაპირ გეუბნებით, ცოტა აკურატულები იყავით გამონათქვამებში, რადგან მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე, დროა უძრავი ქონება როსტოვში მოძებნოთ – არახამია

დავით არახამია: “ბიძინა, თუ გვიყურებთ, გეპატიჟებით. იქნებ რამე შეგერხეთ სულში… ნუ დაელოდებით, სანამ იანუკოვიჩივით როსტოვში გაგაგდებენ”

დავით არახამია: “ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი, ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე, КГБ-ს აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები