LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზად ხართ ახალი ჰიტისთვის? – მაილი საირუსი სიმღერის Used to Be Young „თიზერით“ დაბრუნდა

163
page

„გრემის“ ორგზის მფლობელი არტისტი, მაილი საირუსი არ ჩერდება. უკანასკნელი აღიარების შემდეგ, რომელიც მან სიმღერით, Flowers მოიპოვა, არტისტი ახალ სიმღერას აანონსებს. 30 წლის ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო გაავრცელა. ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ბრიუსელსა და პარიზში პოსტერებია გაკრული. ასევე ვხედავთ ტექსტს მისი გაჰიტებული სიმღერიდან – I can buy myself flowers.

მისი ახალი ნამუშევრის, Used to Be Young პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

„ვიცი, რომ ადრე ვიყავი გიჟი, ვიცი რომ ადრე ვიყავი მხიარული, თქვენ მე მეუბნებით, რომ მე ველური ვიყავი, მე კი ვამბობ, მე ახალგაზრდა ვიყავი“, – სწორედ ამ სიტყვებით დაასათაურა მაილიმ „თიზერი“.

პრემიერა: „შენგან იმ სუნამოს სურნელს ვგრძნობ, რომელიც მე არ მიყიდია“ – ახალი სიმღერით მაილიმ ლიამ ჰემსვორტი ღალატში ამხილა

„ის ახლა ყველაზე ბედნიერია“ – გამოცემა People მაილი საირუსისა და ლიამ ჰემსვორტის შესახებ წერს

„უკიდეგანოდ ნიჭიერი პრინცესა, რომელიც პოპ-კულტურის პროვოკატორ ფიგურად იქცა“ – მაილი საირუსმა „ვოგის“ გარეკანი დაამშვენა

 

View this post on Instagram

 

A post shared by Miley Cyrus (@mileycyrus)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები