მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა “Microsoft”-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა 66 დაბადების დღე გამორჩეულად აღნიშნა.
businessinsider ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ბიზნესმენი ასევე უმდიდრეს ჯეფ ბეზოსთან ერთად, ბოდრუმის მახლობლად, ერთ-ერთ მყუდრო ყურეში, Sea Me Beach-ზე განმარტოვდა.
მედიის ცნობით, ბეზოსთან ერთად, წვეულებაზე 50 სტუმარი იმყოფებოდა.
როგორც მედია წერს, წვეულება ოთხ საათს გაგრძელდა. გავრცელებული ინფორმაციით, სტუმრებს შამპანურით, სუშით, ადგილობრივი ზღვის პროდუქტებითა და პიცით გაუმასპინძლდნენ.
,,დაბადების დღეზე მიწვეული სტუმრები ვერტმფრენით ბილ გეითსის მეგა-იახტიდან, განცალკევებულ, თვალწარმტაც ყურეში გადაიყვანეს.
იახტას აქვს სპორტული დარბაზი, ჯაკუზი, პლაჟის კლუბი და საცურაო აუზი”, – წერს თურქული გამოცემები.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, „მაიკროსოფტის“ დამფუძნებლის, ბილ გეითსის ქალიშვილი, 25 წლის ჯენიფერ გეითსი დაქორწინდა
„შენ მე კაცობრიობის დახმარების სიყვარული მასწავლე“ - ჯენიფერ გეითსი მამას იუბილეს ულოცავს და ჯადოსნური ქორწილიდან ახალ ფოტოებს ავრცელებს
გამორჩეულად მიულოცა დაბადების დღე გეიტს საკუთარმა ქალიშვილმაც. ჯენიფერ გეითსმა, რომელიც ახლახანს დაქორწინდა, ,,ინსტაგრამზე” მამასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა:
“მადლიერი ვარ, რომ შენგან უსასრულო ცნობისმოყვარეობა, მუდმივი ძიება და ადამიანების დახმარების სურვილი ვისწავლე. მადლობა მხარდაჭერისთვის, ამ საოცნებო დღეს ჩემთან ერთად ყოფნისთვის. ეს მოგონებები მთელი ცხოვრება გამყვება.” – დაწერა ჯენიფერ გეიტსმა.