ყაზბეგში, მყინვარწვერზე ყინულის ფერდის ჩამოშლის შედეგად დაშავებული ტურისტები ტერიტორიიდან ვერტმფრენით გამოიყვანეს.
ინფორმაცია თავდაპირველად რუსულმა მედიამ გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციით, ყაზბეგში, მყინვარწვერზე ყინულის ფერდი ჩამოიშალა.
შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი სადაზღვევო კომპანიას დაუკავშირდა, კომპანიამ კი ისინი ყაზბეგიდან ვერტმფრენით გამოიყვანა.
შემთხვევა იმ ადგილზე მოხდა, სადაც მთამსვლელების ჯგუფი გადაადგილდებოდა. შემთხვევის შედეგად ჯგუფის 5 წევრი დაშავდა.
დაშავებულთა შორის პოლონელი და უკრაინელი ტურისტები არიან.