LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მწვრთნელმა მოთამაშე მაკდონალდსში წასვლისთვის სცემა (ვიდეო)

58

რუმინელმა მწვრთნელმა ღამით ”მაკდონალდსში” წასვლისთვის 16 წლის ნორჩი ფეხბურთელი სულ წიხლით სცემა. მოზარდის მამა მწვრთნელის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას გეგმავს.

თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები რუმინული გაზეთის Gazeta Sporturilor-ის ფეისბუქის გვერდზე დაიდო. ინციდენტი 17 წლამდელთა შეხვედრაზე მოხდა.

ვიდეოზე მწვრთნელი ლივინ პეტრაჩე სკამზე მჯდარ მოზარდ კოდრინ ტირიშკას ფეხს რამდენჯერმე ურტყამს.

”თამაშამის წინა დღეს დასაძინებლად გაგვიშვეს, არცერთ ჩვენგანს საკვები არ ჰქონდა, მშივრები ვიყავით, რადგან სასადილოს კერძები საშინელება იყო. ჩუმად ”მაკდონალდსში” წავედით რომ რაიმე გვეჭამა”, – ამბობს ტირიშკა.

სოციალურ ქსელში ვიდეოს გამოქვეყნებისთანავე მწვრთნელი გუნდიდან გააგდეს.

https://www.youtube.com/watch?v=80b5hVPspbY

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები