ლეგენადრულმა მომღერალმა, ელტონ ჯონმა ბაქტერიული ინფექციის გამო, რამდენიმე დღე რეანიმაციაში გაატარა. ამის შესახებ მისმა წარმომადგენელმა, ფრენ კერტისმა განაცხადა.
“ჯონი სამხრეთ ამერიკაში დაავადდა, საიდანაც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ინფექციის ტიპი ჯერ-ჯერობით განსაზღვრული არ არის და ის „უჩვეულოა“. ასეთი სახის ინფექცია – იშვიათი და პოტენციურად მომაკვდინებელია. საბედნიეროდ, ჩვენს შემთხვევაში სამედიცინო გუნდმა კარგად იმუშავა და მკურნალობამ უკვე შედეგი გამოიღო. ახლა ის სახლშია და საბოლოო გამოსაჯანმრთელებელ კურსს გადის“, – განაცხადა მან.
მუსიკოსმა აპრილსა და მაისის პირველ ნახევარში დაგეგმილი ყველა კონცერტი გადადო, მათ შორის ერთი წლის წინ დაანონსებული „The Million Dollar Piano“ ლას-ვეგასში.