LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მწვანეთა ფრაქცია” უმრავლესობიდან ბოლო გავა – გია გაჩეჩილაძე

90

საპარლამენტო უმრავლესობის შესაძლო დაშლის შესახებ კომენტარი დღეს ფრაქცია  „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარემ გააკეთა.

გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ის იქნება ბოლო ვინც უმრავლესობას დატოვებს. დეპუტატის განცხადებით, არსებული საპარლამენტო უმრავლესობის შენარჩუნება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხია. გაჩეჩილაძის თქმით, ის და მისი ფრაქცია ყველაფერს გააკეთებს რათა უმრავლესობა იყოს შენარჩუნებული.

გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის დაშლა არც საპარლამენტო უმცირესობას აწყობს, რადგან დაშლის შემთხვევაში ახალი უმცირესობა შეიქმნება.

„მწვანეთა ფრაქციის პოზიცია იქნება ყოველთვის მიმართული იმისკენ რომ, როგორმე უმრავლესობა იქნეს შენარჩუნებული. მინდა გითხრათ, რომ ბოლო გავა მწვანეთა ფრაქცია უმრავლესობიდან და ჩვენ ამას გამოვრიცხავთ, იმიტომ რომ ჩვენ სერიოზული საფრთხეების წინაშე ვდგავართ როგორც სახელმწიფო. ძირითად ბირთვში რას გულისხმობთ? რამდენი კაცი უნდა გავიდეს უმრავლესობიდან უმრავლესობა რომ დარჩეს? მაგალითად, როგორც წინა პარლამენტში იყო 86 კაცი? ეს ხომ კატასტროფა იქნება უმცირესობისთვის, ახალი უმცირესობა შეიქმნება და ისინი გაქრებიან პარლამენტში… ამიტომ ისინი უნდა ოცნებობდნენ რომ ეგ არ მოხდეს“-აცხადებს გია გაჩეჩილაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები