აბსოლუტურად უსაფრთხო, მშვიდი და კომფორტული გარემო, უგემრიელესი კერძები და მისაღები ფასები – ამ ყოველივეს დამსვენებლებს სასტუმრო „გურია პალასი“ სთავაზობს, რომელიც შეკვეთილში, ზღვის პირველ ზოლში მდებარეობს.
როგორც „ფორტუნას“ სასტუმროს გენერალური მენეჯერი, რუსუდან ლაცაბიძე უყვება, „გურია პალასი“ სტუმრებს წელს სიახლეებით ხვდება.
„გაფართოვდა ჩვენი სასტუმრო, დაგვემატა კიდევ ერთი სართული. შესაბამისად, ამჟამად „გურია პალასი“ 7 სართულიანია და 65 ნომერს მოიცავს. გვაქვს სტანდარტული, საოჯახო, ლუქსის და დელუქსის ტიპის, ასევე ტრიპლის ტიპის ნომრები. სასტუმროს შენობაში განთავსებულია: საბილიარდო ოთახი, ბავშვთა გასართობი ოთახი, რესტორანი, ლობი-ბარი, საუნა და მასაჟის ოთახი. ცოტა ხნის წინ დავამატეთ საკონფერენციო დარბაზი და ასევე სავარჯიშო დარბაზი მოცეკვავეებისთვის. რაც შეეხება ეზოს, აქ გვაქვს კაფე-ბარი და ღია აუზი, როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის. სასტუმროს წინ არსებული პლაჟი კი მუდმივად სუფთავდება ჩვენივე თანამშრომლების მიერ”, – განმარტავს „გურია პალასის” გენერალური მენეჯერი.
რუსუდან ლაცაბიძე განსაკუთრებულ ყურადღებას უსაფრთხოებაზე ამახვილებს. „როგორც იცით, გურია მწვანე ზონაა საქართველოში. ჩვენთან კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა, ამიტომ ადგილობრივი დამსვენებლების მხრიდან დაინტერესება საკმაოდ მაღალია. გვაყვს სტუმრები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან“, – ამბობს რუსუდან ლაცაბიძე.
სასტუმროს გენერალური მენეჯერის თქმით, „გურია პალასი“ ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც გაიარა კოვიდ უსაფრთხოებაზე შემოწმება და აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციას.
აღსანიშნავია ისიც, რომ სასტუმრო მთელი ივლისის თვის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეებს ფასდაკლების აქციას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც, მსურველები „გურია პალასში“ დასვენებას საკმაოდ შეღავათიან ფასად შეძლებენ.
შეგახსენებთ, გურია პალასი” მდებარეობს შეკვეთილში, სადაც ზღვის სანაპირო მაგნიტური ქვიშისაა.
სასტუმროში ნომრის დასაჯავშნად დარეკეთ: 551 262 262