LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მწვანე თერაპია – როგორ ვებრძოლოთ დეპრესიას: ფსიქოლოგის რჩევები

2823
gardening

„40 წლის წინ პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზი დამისვეს. ძალიან ბევრს ვმკურნალობდი სამედიცინო დაწესებულებებში. ორი წლის წინ კი მითხრეს, რომ მებაღეობა და ბუნებასთან ახლოს ყოფნა იდეალური სამკურნალო საშუალება იქნებოდა. სწორედ ამ დროს გავიფიქრე, ექიმებმა ვერ მიშველეს. ახლა დროა, ჩემი ჯანმრთელობის პრობლემები, მე თვითონ მოვაგვარო“, –  ყოფილი მოცეკვავე და ამჟამად პენსიონერი მიკლოდ ბონდი ბრიტანულ გამოცემა „გარდიანთან“ ინტერვიუში საკუთარ გამოცდილებაზე ყვება.

ის ამბობს, რომ დიდი ხნის მკურნალობის შემდეგ გაუჩნდა სურვილი, დროის დიდი ნაწილი მებაღეებთან გაეტარებინა, ამიტომ საკუთარი ბაღი სანამ ექნებოდა, ერთ-ერთ ადგილობრივ “მწვანე თერაპიის” ადგილს  მიაკითხა და მოხალისედ დაიწყო მუშაობა. ყოფილი მოცეკვავე ყვება, რომ ყოველთვე მისი ფსიქიკა ნელ-ნელა უმჯობესდებოდა.

 

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს აპრობირებული მეთოდია და სწორედ ამიტომ ლონდონში სპეციალურად ასეთი პაციენტებისთვის ფსიქოლოგმა ტომ გალაგერმა ბაღი გახსნა, სადაც სხვადასხვა ჯიშის მცენარეებს და ყვავილებს მენტალური პრობლემების მქონე პირები უვლიან. გალაგერი ამტკიცებს, რომ ბუნებასთან კავშირი, მცენარეებიდან მიღებული ენერგია, მათზე ზრუნვა ადამიანის ფსიქოლოგიაზე დადებითად მოქმედებს.

კიდევ ერთი სპეციალისტი მარია დევეროქსი ამბობს, რომ არსებობს კვლევები, რომელიც „მწვანე თერაპიის“ წარმატებას ამტკიცებს. მისი თქმით, ელემენტარულად ფანჯრიდან სიმწვანის ყურებაც კი რელაქსაციაა და სტრესის შემცირებას ხელს უწყობს.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, სახლში საკუთარი, მინი- ბაღი მოვაწყოთ. „თუ სტრესული სამსახური გაქვთ, საუკეთესო რელაქსაცია მცენარეების მოვლაა“, – აცხადებენ ფსიქოლოგები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები