LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მწუხარებას გამოვთქვამთ ნიკო კვარაცხელიას გარდაცვალების გამო. ნიკო იმ ნათელი თაობის წარმომადგენელი გახლდათ, რომელზეც დგას თითოეული ჩვენგანისა და საქართველოს მომავალი: განათლების სამინისტრო

191
ნიკოლოზ კვარაცხელია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უნიჭიერესი ახალგაზრდის ნიკო კვარაცხელიას ტრაგიკული გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.

მათივე ცნობით, ნიკო იმ ნათელი თაობის წარმომადგენელი გახლდათ, რომელზეც დგას თითოეული ჩვენგანისა და საქართველოს მომავალი.

„ქვეყნისთვის და ქართული განათლების სისტემისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში, მაშინ, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო განათლების სისტემას დისტანციურ რეჟიმზე მოუხდა სწრაფი ადაპტირება, ნიკო კვარაცხელია გვერდით დაუდგა მოსწავლეებს და სკოლებს ონლაინ სწავლებისთვის ალტერნატიულ საკომუნიკაციო საშუალებად თავისივე შექმნილი პირველი ქართული პლატფორმა “Feedc Edu” სრულიად უსასყიდლოდ შესთავაზა. ეს გახლდათ სოციალური პასუხისმგებლობის მართლაც უპრეცედენტო მაგალითი, რის გამოც მისი უსაზღვროდ მადლიერი ვართ.

ნიკო კვარაცხელიას გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია სრულიად საქართველოსთვის“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები