ბლოგერი გურამ შეროზია, რომელმაც მავნე ჩვევას თავი ცოტა ხნის წინ დაანება, წერს, რომ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას იწყებს.
ის იმ პრობლემაზე წერს, რომელსაც არამწეველი ხალხი მუდმივად აწყდება – სხვისი სიგარეტის გამონაბოლქვში ყოფნაზე.
“რა აზრი ჰქონდა სიგარეტისთვის თავის დანებებას, თუ:
– ტაქსში ჩავჯდებოდი და სიგარეტს კი გადავაგდებინებდი, მაგრამ სიმყრალე დარჩებოდა
– მერე რეატორანში გამონაბოლქვს ვისუნთქებდი, ოღონდ სხვებისას
– ღამით ლიფტში და სადარბაზოში დამხვდებოდა საჩუქარი
– ჰაერზე გამოვიდოდი და კურილკა იქნებოდა მანდაც
– ვინმე ყავაზე შემიპატიჟებდა სამზარეულოში, სახლში თუ ოფისში და ბონუსად შემომაბოლებდა სახეში.
მოკლედ, დღეიდან ვიწყებ ბრძოლას ჩემი უფლებებისთვის. :დ მწეველი მეც ვიყავი ძმაო, თან 13 წელი, მაგრამ უტაქტო და ქაჯი არასდროს ვყოფილვარ!”, – წერს შეროზია სოც. ქსელში.