LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მწერალი 50 ცენტს სასამართლოში უჩივის

65

ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ რეპერ 50 ცენტის წინააღმდეგ სასამართლოში საქმე მწერალმა ზედმეტსახელით The Ghost აღძრა. იგი ირწმუნება, რომ 50 ცენტმა, რომლის ნამდვილი სახელი კერტის ჯეკსონია, მოიპარა მისი ხელნაწერი და იდეა და ყველაფერი საკუთარ პროექტში გამოიყენა. მწერალმა არც ისე ცოტა მსგავსი მომენტი აღმოაჩინა თავის წიგნსა და 50 ცენტის დრამას შორის, რომელიც ნარკოტიკების გზით ცდილობდა კანონიერი ბიზნესმენი გამხდარიყო.

მისი მტკიცებით, მან მიმართა რეპერს, რათა გამომცემელთან დაკავშირებაში დახმარებოდა, ამ უკანასკნელმა კი მას იდეა მოპარა. მწერალი რეპერისგან 200 მილიონ დოლარს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა მიმდინარე წლის ზაფხულში 50 ცენტმა გაკოტრების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სასამართლომ მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა ქალბატონისთვის, რომელსაც რეპერმა ინტიმური ხასიათის ვიდეო გაუვრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები