LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მწარე მონატრება“ – გარდაცვლილი ფეხბურთელის დედა გიორგი შაქარაშვილის აქამდე უცნობ ფოტოებს ასაჯაროებს

880
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (5)

2020 წელს გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დედა სოციალურ ქსელში გიორგის აქამდე უცნობ ფოტოებს ასაჯაროებს.

თამუნა შალვაშვილი გიორგი შაქარაშვილის ბავშვობის ორ ფოტოს აქვეყნებს:

„მწარე მონატრება“.

„ჩემი მოუშუშებელი ტკივილი“…

ცნობისათვის, 19 წლის გიორგი შაქარაშვილი 2020 წლის 18 ივნისის ღამით, გაუჩინარდა. ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოფიციალური ინფორმაციით, ოთხდღიან სამძებრო სამუშაოებში 70 მაშველი იყო ჩართული. გიორგი შაქარაშვილი 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

პროკურატურის ინფორმაციით, მსჯავრდადებულებმა 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთაში მდებარე აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების გამო, შურისძიების მოტივით მდინარე არაგვის ნაპირთან სასტიკად სცემეს გიორგი შაქარაშვილი და გადააგდეს მდინარეში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

სასამართლომ სამ პირს სასჯელის სახით 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ორ პირს, როგორც არასრულწლოვნებს, 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ამავე თემაზე:

„არშესრულებული 22, მხოლოდ სიზმრად მოსული მწარე მონატრება..“ – გიორგი შაქარაშვილის დედა 

„22 წლის იუბილეს გილოცავ იმიერში…მთელი გულით მიყვარხარ” – ანი შაქარაშვილი

შაქარაშვილის საქმეზე 6 პირს განაჩენი გამოუტანეს

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულთა სააპელაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა – სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ შეცვლილა 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები