საქართველოში მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას დღეიდან, 1 მარტიდან განაახლებენ.
დღეიდან, ასევე განახლდება კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით.
შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასულ კვირას მიიღო.
უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1 მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას – 15 მარტიდან.