რომანტიკული შვებულების შემდეგ, ჯენიფერ ლოპესი სამსახურს უბრუნდება. გადაღებების პარალელურად, ჯეი-ლო აქტიურად ემზადება ახალი ალბომის გამოსაშვებად. სწორედ კალიფორნიის ერთ-ერთ ხმისჩამწერ სტუდიასთან გადაიღეს ის პაპარაცებმა. სპორტულ სამოსში გამოწყობილი, ყავით ხელში, ლოპესი სტუდიას დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ტოვებდა.
არცერთი წუთი ერთმანეთის გარეშე – „ბენიფერის“ უახლესი ფოტოები
მედიაში წერენ, რომ ბენ აფლეკთან შერიგების შემდეგ, ეს იქნება პირველი სიმღერა, რომელსაც ლოპესი ამზადებს. სავარაუდოდ, ჯეი-ლოს ახალ ჰიტს, სულ სხვა დატვირთვა ექნება.
ფოტო: სიყვარულით გასხივოსნებული “ბენიფერი” სრული შემადგენლობით – წყვილი შვილებთან ერთად გადაიღეს