LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მუსლიმებს ხელს უშლიან ლოცვაში“ – ადიგენში მოქალაქეების ჯგუფი სამლოცველოს გახსნას ითხოვს, შსს მოსახლეობას განცხადებით მიმართავს

123
დაბა ადიგენი

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან დაბა ადიგენში“, – ამის შესახებ განცხადებას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავრცელებს და დაბა ადი­გენ­ში, მუს­ლიმების ლოც­ვის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად მი­სულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თავს.

უწყება მოუწოდებს ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

„სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – აცხადებენ შსს-ში.

ცნო­ბის­თვის, დაბა ადიგენის სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა დილიდან მუს­ლიმ­თა სა­ლო­ცავ­თა­ნ არის შეკრებილი. არსებული ინფორმაციით, მოსახლეობის ნაწილი პა­რას­კე­ვის ლოც­ვის ჩატარებას ხელს უშ­ლის. შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც მუს­ლინ და მარ­თმა­დი­დე­ბელ მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის უნდა გა­ფორ­მე­ბუ­ლი­ყო, ვერ შედ­გა.

როგორც პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე სოციალურ ქსელში წერს, პოლიციას გზები გადაკეტილი აქვს.

„ადიგენში მუსლიმებს ხელს უშლიან ლოცვაში. მდგომარეობა სეროზულად დაძაბულია.

ხელისუფლებამ პრაქტიკულად ორივე მხარე მოატყუა. 18-დღიანი ლოდინის მიუხედავად, პრობლემა არ მოაგვარა, პირიქით, დაძაბა. პოლიციამ გადაკეტა გზები და მუსლიმებს არ უშვებს მეჩეთში. სამლოცველოში იმყოფება რამდენიმე ადამიანი. სამაგიეროდ, ამ ხალხს აძლევს უფლებას შეურაცხყოფა მიაყენონ მლოცველებს“, – წერს ნაკაიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები