მუსიკოს ელა ფიტჯერალდის აქამდე საზოადოებისთვის უცნობი ლაივ ჩანაწერი სულ მალე,კერძოდ კი ოქტომბერში მსმენელისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
კონცერტის ჩანაწერი, რომელიც 1962 წელს გერმანიაში გაიმართა Verve Records-ის სტუდიაში აღმოაჩინეს მისი დამაარსებლისა და ფიტჯერალდის მენეჯერის, ნორმან გრანცის პირადი კოლექციაში.
კონცერტი ჩაიწერა მუსიკოსის ცნობილი პროექტის ‘Ella in Berlin: Mack the Knife’-ის გამოსვლიდან ორი წლის შემდეგ, სადაც ელა ასრულებს სიმღერას ტრიოს ერთად, რომელიც შედგებოდა პიანისტის პოლ სმიტის, ბასისტი ვილფრედ მიდბრუკისა და დრამერი სტენ ლევისგან.