2019 წლის 11 მაისს მუსიკისა და დრამის თეატრში შედგება პრემიერა სპექტაკლისა ,,თამაში“ პაოლო ჯენოვეზეს ,,იდეალური უცნობები“-ს მიხედვით. რეჟისორი გურანდა იაშვილია, ხოლო კოსტიუმების მხატვარი ანანო მოსიძე.
მონაწილეობენ:
ბუბა გოგორიშვილი, დავით ბეშიტაიშვილი, ნანკა კალატოზიშვილი, თორნიკე გოგრიჭიანი, ეკა დემეტრაძე, გიგი ქარსელაძე, კახა კინწურაშვილი, რუსკა ქარქაშაძე.
სპექტაკლს ერთ მოქმედებად წარმოგიდგენენ. ხანგრძლივობა: 90 წთ.
დადგმაში გამოყენებულია Antonio Carlos Jobim -ის კომპოზიცია Chega De Saudade.
სიმღერას No More Blues ასრულებს ანა დოი.