მუსიკისა და დრამის თეატრში 14,15,16 ოქტომბერს სპექტაკლის „აიიქ“ პრემიერა გაიმართება.
ჟანრით, სტილით და ნარატივით ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ორ მოქმედებაში ინტერესის საგანი მხოლოდ თავისუფლებაა – აზრის, სინდისის, ინდივიდის, საზოგადოების თავისუფლება.
მეორე მოქმედების ფსევდო დეტექტივი არასრულწლოვანი გოგონას მკვლელობის შესახებ უპირისპირდება პირველი მოქმედების ოთხი ქალის ოთხ დამოუკიდებელ ისტორიას ვნებებსა და თავისუფლებაზე.
საზოგადოებრივი აზრის, ბედისწერის, ვნებების თუ გონიერების წინააღმდეგ ამბოხებული ქალები და ერთი მოკლული არასრულწლოვანი გოგონა – ეს არის პიესის მთავარი პერსონაჟების უცნაური სია.
პიესის ავტორები ოთარ ქათამაძე და პაატა ციკოლია არიან, რეჟისორი – პაატა ციკოლია, სცენოგრაფია ქეთი ნადიბაიძეს ეკუთვნის, კომპოზიტორი მაკო ღვინიაშვილი, რეჟისორის თანაშემწე კი ნინო ჭავჭავაძეა.
სპექტაკლში თამაშობენ ბუბა გოგორიშვილი, ნანკა კალატოზიშვილი, ეკა დემეტრაძე, ნატა ბერეჟიანი, ანა წერეთელი, ანიკო ცეცხლაძე, დავით ბეშიტაიშვილი, გიორგი ბახუტაშვილი, გიორგი ვარდოსანიძე, შაკო მირიანაშვილი და ალექსანდრე ბეგალიშვილი.