LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუსიკას მადის დაქვეითება შეუძლია – ახალი კვლევა

119
depositphotos-115599172-stock-photo-woman-cooking-salad-and-dancing

ჟურნალ „აპეტიტში“ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად იმ შემთხვევაში, თუ მადის დაქვეითება და წონაში დაკლება გსურთ, მშვიდი მუსიკა თქვენი განუყრელი მეგობარი გახდება.

დანიელი მკვლევარები ცდის ფარგლებში 200 მოხალისეს აკვირდებოდნენ, რომლებსაც 5 ნატეხი შოკოლადი უნდა შეეჭამათ.

იმ დროს, როდესაც ოთახში სიჩუმე იყო, მონაწილეები შოკოლადის შეჭმას დაახლოებით 24 წამს ანდომებდნენ. მათ ამისათვის 10 წამით მეტი სჭირდებოდათ მაშინ, როდესაც ხმამაღალი მუსიკა იყო ჩართული, ხოლო მშვიდი მუსიკის შემთხვევაში ეს დრო 40 წამამდე გაიზარდა.

სწრაფი და ხმამაღალი მუსიკის მოსმენისას ადამიანები ქვეცნობიერად მუსიკის რითმში ჭამენ. ბუნებრივია, ჩვენზე მშვიდი მუსიკაც მოქმედებს, ოღონდ საპირისპიროდ. ამ დროს ჭამის ტემპი კლებულობს და საერთო ჯამში, შესაძლოა მთლიანი პორცია ვერც შეჭამოთ.

მუსიკა მნიშვნელოვნად მოქმედებს განწყობაზეც, ამიტომ შესაძლოა სწორედ ის იყოს „დამნაშავე” იმაში, რომ რესტორანში დაბალკალორიული სალათის საჭმელად მისულმა ჩიზბურგერი შეუკვეთეთ.

„კვლევა გვიჩვენებს, რომ მუსიკას გავლენის მოხდენა შეუძლია როგორც იმაზე, თუ რას ვჭამთ, არამედ იმაზეც, თუ როგორ ვჭამთ.“ – ნათქვამია პუბლიკაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები