LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუსიკა ისეთივე მნიშვნელოვანი კომპონენტია ბიზნესისთვის, როგორც სწორი მენეჯმენტი – ქართულ ბაზარზე Rozum გამოჩნდა

203
122115144-754387572073777-6466819374070302298-n

ქართულ ბაზარზე ახალი კომპანია, სახელად Rozum გამოჩნდა, რომელიც ლიცენზირებული მუსიკის ერთადერთი ორგანიზატორია, მუსიკის საჯარო შესრულების მიმართულებით.

Rozum-ი პარტნიორია მსოფლიოში ისეთი საერთაშორისო ლეიბლების, როგორებიცაა: Sony Music Entertainment და Warner Music Publisher, First Music Publishing და სხვა, რომელთა კატალოგებში შედის 9 მილიონზე მეტი უცხოური რეპერტუარი. აღსანიშნავია, კომპანიის თანამშრომლობა 300-ზე მეტ ქართველ ავტორ-შემსრულებლებთან.

კომპანია “როზუმის” საშუალებით, ბიზნესები პირადი მენეჯერისა და ტექნიკური სამსახურის 24-საათიან მომსახურებას მიიღებენ, რაც კიდევ ერთი დამატებითი უპირატესობაა ლიცენზირებულ მუსიკასთან ერთად. პირადი მენეჯერი პარტნიორობის პერიოდში ყველა დეტალს  მოაწესრიგებს, ხოლო ტექნიკური მომსახურება ბიზნესებისთვის Rozum-ის ინოვაციური ტექნიკის მონტაჟსა და ხარვეზების აღმოფხვრას მოიცავს.

მათთვის, ვისაც უნიკალური, აუდიტორიაზე მორგებული მუსიკა სჭირდება, მუსიკალური რედაქტორის მომსახურების მიღება შეუძლია. მუსიკალური რედაქტორი ყურადღებით შეისწავლის ბიზნესის პროფილს და შექმნის მის საჭიროებებზე 100%-ით მორგებულ ფლეილისტს. მაგალითად, სასტუმროს ბიზნესის წარმომადგენლებს ჯაზსა და ბლუზის მელოდიურ, კომფორტულ ფლეილისტებს ურჩევს, სწრაფი კვების ობიექტებს კი პოპის პოპულარულ ვარიანტებს, ასევე ფიტნეს ცენტრებს ენერგიული მუსიკით ამარაგებს, ხოლო რესტორნებს ქართველი და უცხოელი ავტორ-შემსრულებლების მრავალფეროვნებით ათამამებს.

თუმცა, Rozum- ის ინოვაცია, რაც საქართველოში ჯერჯერობით ერთადერთია, Rozum Box-ს და აპლიკაციას გულისხმობს.

ლიცენზირებული მუსიკის გამოყენება როზუმის პარტნიორ კომპანიებს მარტივად და კომფორტულად შეუძლიათ; სერვისი წარმოდგენილია ინოვაციური Rozum Box ან Rozum აპლიკაციის საშუალებით, რომლის ინსტალაცია კომპიუტერსა და „სმარტფონზე“ ხდება, ხოლო Rozum Box-ის ყველგან, სადაც აუდიო ტექნოლოგიაა დაყენებული.

Rozum-ის ქსელში ჩართულ თითოეულ მომხმარებელს პირადი კაბინეტი აქვს. პროგრამაში 9-მილიონიანი მუსიკალური ბაზაა ჩატვირთული, რომელზე წვდომაც, კონკრეტული სიმღერების პლეილისტში ჩამატება ან ამოკლება, ბიზნესის წარმომადგენელს ნებისმიერ დროს შეუძლია, რისი მიწოდებაც ზემოთ ნახსენები Rozum Box და აპლიკაციის საშუალებით ხდება.

„მუსიკა, ზოგადად, დადებით განწყობას უქმნის მსმენელს, ამუშავებს ემოციებს და იმ შეგრძნებებს აწვდის, რასაც ადამიანი ქვეცნობიერად მოითხოვს. მუსიკის შერჩევა ბიზნესებისთვის, ობიექტის ხასიათიდან გამომდინარეა საჭირო. მაგალითად, სავაჭრო ობიექტში შესულ მომხმარებელს ფონურად, ენერგიული სასიამოვნო მუსიკა ესმის, ის ყვება რიტმს და ათვალიერებს უფრო მეტ პროდუქტს ვიდრე გეგმავდა. აქედან გამომდინარე ის ობიექტს უფრო მეტი შენაძენით და მასზე სასიამოვნო განწყობით ტოვებს“, – აცხადებს „როზუმის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლელა ჯიმუხაძე.

მიიჩნევა, რომ სწორად შერჩეული მუსიკა მომხმარებლების ქცევაზე პირდაპირ აისახება, მას შეუძლია მომხმარებლებში ბრენდის მიმართ ლოიალური განწყობის ჩამოყალიბება, ემოციური კავშირის გაჩენა და გაყიდვების სტიმულირება. სწორედ ამიტომ, ირჩევენ ბიზნესები Rozum-ის მუსიკალურ მომსახურებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები