LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუშავდება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ფასწარმოქმნა დარეგულირდება – ნათია თურნავა მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე

63
ნათია-თურნავა

ნათია თურნავამ მედიკამენტების გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით, “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუშავდება საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.

„პრემიერ – მინისტრის დავალებით ამას წინ უძღოდა ანტიმონოპოლიური სამსახურის აქტიური მუშაობა, რომელმაც დეტალურად შეისწავლა მედიკამენტების ბაზარი და ეს სექტორი. პრობლემების გამოწვევის ნიშნებიც გამოიკვეთა და დეტალური ანალიზი გაკეთდა ამის საფუძველზე, მუშავდება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ფასწარმოქმნა დარეგულირდება და არ იქნება უცნაური ფენომენი, როდესაც საქართველოში 3-4-ჯერ უფრო ძვირი ღირს წამალი, რომელიც მეზობელ თურქეთში იაფი ღირს.” – განაცხადა ეკონომიკისმ ინისტრმა

მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით, იქნება აღებული სხვადასხვა წარმატებული ქვეყნის მაგალითი.

“ისეთი განსაკუთრებული აქ არაფერი დაწესდება, რაც ზოგიერთ ქვეყანაში არ მოქმედებს. ჩვენთვის ეს არის პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას. ამის შედეგს მოსახლეობა ძალიან მალე ნახავს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები