Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მუშაობენ თუ არა ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსის ვაქცინაზე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუშაობენ თუ არა ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსის ვაქცინაზე

1032
9

“ლუგარის ცენტრი თავისი ფუნქციონირებით არ არის გათვალისწინებული ვაქცინებზე სამუშაოდ” – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა პაატა იმნაძემ ჟურნალისტების მიერ დასულ კითხვაზე, მუშაობენ თუ არა ლუგარის ცენტრში კორონავირუსის ვაქცინაზე.

ვაქცინის შექმნას პირველ რიგში სჭირდება გარკვეული ტიპის ვილარიუმი, ანუ ცხოველებზე უნდა ჩატარდეს ცდები. ჩვენთან არის ვილარიუმი, რომელიც გათვლილია ძალიან მცირე ზომის ცხოველებზე, მაგალითად, ვირთხებზე, ხოლო ვაქცინაზე გამოცდა ჩვეულებრივ დიდი ზომის ცხოველებზე ტარდება. აქედან გამომდინარე ჩვენ სამწუხაროდ ვაქცინებზე ვერ ვმუშაობთ.

ბედნიერები ვართ იმით, რომ ჩვენი ცენტრის აღზრდილი, გიორგი ბაბუაძე, რომელიც ამჟამად კანადაში მუშაობს, არის ვაქცინების შექმნებზე მომუშავე ჯგუფში. ის მუშაობდა ებოლას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე და ახლა მისი ჯგუფი მუშაობს კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე. გიორგი ძალიან ნიჭიერი კაცია და დიდი იმედი მაქვს, რომ გვასახელებს“, – აღნიშნა იმნაძემ.

“ლუგარის ცენტრის ჩამოყალიბება შევარდნაძის დროს დაიწყო, სააკაშვილისთვის მადლობა არ გადამიხდია” – პაატა იმნაძე

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები