ყველაფერი კეთდება, რათა სახელმწიფოს მხრიდან დახარჯული რესურსები იმ მოთხოვნების შესაბამისი იყოს, რაც კერძო სექტორს აქვს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესფორუმზე – „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“ მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
„ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ქვეყანაში ინვესტიციების მიმზიდველობას განაპირობებს, მცოდნე მუშახელია. „Skill Force“ – როგორც ეძახიან მას ინგლისურად. სწორედ ამ მიმართულებით სახელმწიფო ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს მომდევნო წლებში, – აღნიშნა ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, სახელმწიფო რესურსი და ინვესტიციები ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე უნდა დაიხარჯოს.
ამასთან, როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა, ჩვენ ვართ მე-7 ბიზნესის დაწყების რეიტინგით და მე-3 მშენებლობის ნებართვის გაცემის მიხედვით.
დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ბოლოდროინდელ წარმატებულ შეფასებებზე ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში. ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო მსოფლიოს ბანკის Doing Business 2017-ის რეიტინგში არის მე-16 მსოფლიოს 198 ქვეყანას შორის.