LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა, მე ვარ!” – პროფკავშირების წარმომადგენლები აქციას მართავენ

110

“მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა, მე ვარ!” – ამ ლოზუნგით საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში შემავალი 29 დარგის წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე ფეხით მსვლელობას მართავენ.

აქციის მონაწილეები “ვარდების მოედნიდან” პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან და მოითხოვენ, რომ გადაიხედოს შრომითი უფლებები, განხორციელდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც დასაქმებული იქნება დაცული, ხოლო გაიზრდება დამსაქმებელთა პასუხისმგებლობა, როგორც შრომით პირობებზე, ასევე უსაფრთხოებაზე.

აქციას სხვადასხვა რეგიონში მომუშავე ადამიანებიც შეუერთდნენ, რომელთა განცხადებითაც, ხშირია შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტები და არაერთი თხოვნის მიუხედავად, ხელისუფლებას ამ დრომდე მათი მოთხოვნები არ დაუკმაყოფილებია. მიმდინარე აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის რამდენიმე ათეული ეკიპაჟი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები