LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მურუსიძე: „სანქციების საკითხი არ მაწუხებს იმიტომ, რომ 100%-ით მართალი ვარ – რომ მქონდეს საშუალება ადვოკატი დავიქირაო და მას ასიათასობით თანხა ვუხადო, სიმართლეს დავადასტურებდი“

128
ლევან მურუსიძე

„იცით, რა არის? მე რომ მქონდეს იმის საშუალება, რომ ადვოკატი დავიქირაო და მას ასიათასობით თანხა ვუხადო დავადასტურებდი, რომ ნამდვილად ის არის იმიტომ, რომ ასი პროცენტით მართალი ვარ“, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ განაცხადა.

აღნიშნულით მან უპასუხა „ინტერპრესნიუსს“ კითხვას, აპირებს, თუ არა სარჩელის მომზადებას და აშშ-ში გაგზავნას მისი დასანქცირების საპასუხოდ, როგორც ამას ასევე ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე ირაკლი შენგელია აპირებდა.

მურუსიძის თქმით, მისი დასანქცირების საკითხთან კორუფცია არაფერ შუაშია და სახელმწიფო დეპარტამენტის ეს გადაწყვეტილება სხვა რამეს ემსახურებოდა.

„აშშ-ის საელჩოს მხრიდან ხდება ჩვენი ოჯახების მორალური ტერორი.. ესენი სიცოცხლის მოსპობაზეც კი არიან წამსვლელები“ – ლევან მურუსიძე

„სიმართლე გითხრათ, ყველაფერი გამოჩნდება იმდენად დაუსაბუთებელი, არაზნეობრივია და არაფერს ეფუძნებოდა ეს სანქციები, ყველაფერი გამოჩნდება და დროთა განმავლობაში ცხადი გახდება.

სიმართლე გითხრათ, სანქციების საკითხი არ მაწუხებს იმიტომ, რომ 100%-ით მართალი ვარ, შესაბამისად, გავყვები და რაც იქნება ეგ არის.

ყოველ შემთხვევაში, იცით, რა არის? მე რომ მქონდეს იმის საშუალება, რომ ადვოკატი დავიქირაო და მას ასი ათასობით თანხა ვუხადო დავადასტურებდი, რომ ნამდვილად ის არის იმიტომ, რომ ასი პროცენტით მართალი ვარ.

„უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება…თავს ვერ მოვიკლავ” – მურუსიძის პირველი კომენტარი დასანქცირებაზე

ერთი სიტყვით, ყველაფერი დალაგდება, ასე მგონია იმიტომ, რომ მართალი ვარ. ვნახოთ, რა იქნება, როგორ იქნება. რას დავაპირებ და რას გავაკეთებ ამას დრო გვიჩვენებს.

ახლა, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მთავარი არის ის, რომ მე დარწმუნებული ვარ და მიმაჩნია, რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელი იყო და შეუძლებელია, რომ ადამიანს, მოქმედ მოსამართლეს აბრალებდე კორუფციას, მაგრამ თვითონაც იციან, რომ აქ კორუფცია არაფერ შუაშია და რეალურად მე მგონია, რომ ჩემი დასანქცირების საკითხი სხვა რამეს ემსახურებოდა.

ლევან მურუსიძე: „სასამართლო სისტემა ასეთი დამოუკიდებელი საქართველოში არასდროს ყოფილა“

„ამერიკულ გადაცემებს უსმენთ? ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრ თანამდებობის პირზე იძახიან კორუმპირებულიო, ყველაფერს დამტკიცება უნდა, ამტკიცებს ვინმე? იგივე სტანდარტია ჩვენთანაც“

მერე, დროთა განმავლობაში, ყველაფერი გაირკვევა იმიტომ, რომ ყველამ იცის, კორუმპირებული ნამდვილად არ ვარ.

თუ რამე იყო კორუფციის საფუძველი შეეძლოთ კონკრეტული ფაქტი ეთქვათ, მაგრამ კონკრეტული ფაქტის დასახელების გარეშე მოსამართლეს აბრალებდე, რომ ის კორუმპირებულია ეს უკვე სხვა თემაა“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

დასმულ კითხვაზე, გამორიცხავს, თუ არა სარჩელით მიმართოს აშშ-ში სასამართლოს მან ასე უპასუხა:

„საიდან იცის კელი დეგნანმა, რომ ღამით ზარებს ვახორციელებთ, ანუ ამერიკის საელჩო ტელეფონზე გვისმენს?!” – ლევან მურუსიძე

„არ გამოვრიცხავ, ახლაც ვფიქრობ, არ ვიცი, ვნახოთ, შევხედოთ, რა და როგორ იქნება“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ცნობისთვის, აშშ-მ 2023 წლის გაზაფხულზე, ოთხ ქართველ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

რამდენი ხნით აეკრძალათ შტატებში შესვლა სანქცირებულებს და რა იქნება შედეგი – აშშ-ის საელჩო ქართველი ოფიციალური პირების სანქცირებასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხობს

 

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები