“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ საყოველთაო დაუმორჩილებლობა უნდა დაიწყოს და ოპოზიცია უნდა გამოვიდეს როგორც პარლამენტიდან, ასევე საკრებულოებიდანაც.
დუმბაძის თქმით, უნდა გაგრძელდეს ბრძოლა იმისათვის, რომ ქვეყანაში სრული პროპორციული ვადამდელი არჩევნები მიიღონ:
“დაიწყოს საყოველთაო დაუმორჩილებლობა – პარლამენტიდან გამოვიდეთ, საკრებულოებიდან გამოვიდეთ, მოგებული საკრებულოები რომ გვაქვს, იქიდანაც გამოვიდეთ.
ხელისუფლების არავითარი ნაწილი არ უნდა იყოს დღევანდელი მოქალაქეების უკან მდგომი წარმომადგენლობით ორგანოში არჩეული ხალხი, არ უნდა იყოს და გავაგრძელოთ ბრძოლა იმისათვის, რომ ქვეყანაში მივიღოთ სრული პროპორციული ვადამდელი არჩევნები.
სხვა გამოსავალი არ არის, იმიტომ, რომ პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაიზარდა, რომ იყოს კრიზისი 60/40-ზე გასაგებია, 50/50 ზე, მაგრამ ესეც გაღლეტილია.
შეიძლება ერთმა ხმამაც გადაწყვიტოს ხელისუფლების დაკომპლექტების ბედი, მაგრამ ეს უნდა იყოს სამართლიან გარემოში, თავისუფალ გარემოში, ეს უნდა იყოს თავისუფალი ადამიანის თავისუფალი არჩევანი”, – განაცხადა დუმბაძემ.
შეგახსენებთ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ, რომელმაც ცესკოს მონაცემებით არჩევნები წააგო, „ლელოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბრძოლას გააგრძელებს და გეგმას დღეს საღამოს 7:00 საათზე გააცნობს მის მხარდამჭერებს.
ნიკა მელია: დღეს საღამოს 7:00 საათზე გელოდებით რუსთაველზე, გაგაცნობთ ჩვენი ბრძოლის გეგმას