LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუქარის, იძულებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

71
Untitled design (1)

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მუქარის, იძულებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, თბილისში ერთი პირი დააკავეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 20 აპრილს, დაკავებული ორ პირს ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.

ასევე, დაკავებულმა იძულებით გამოართვა ერთ-ერთ დაზარალებულს მისი კუთვნილი ტელეფონი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, 150-ე და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მუქარას, იძულებას და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები