LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მუქარებით ვერ შემაშინებთ.. ერთი რამით სულ ამაყობს დედაჩემი და სიკვდილის ბოლო წუთამდე ამაყობდა მამაჩემი, რომ თქვენნაირების არასდროს წამითაც არ შემშინებია“ – ბექა ყორშია

1012
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (10)

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი ბექა ყორშია მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტთან, როინ მეტრეველთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ სიუჟეტზე გამოთქმულ არაერთგვაროვან შეფასებებს ეხმაურება და წერს, რომ მუქარით ვერავინ შეაშინებს. კერძოდ, როგორ ჟურნალისტი აღნიშნავს, როინ მეტრეველის ნათესავებმა გუშინ ყველას დაურეკეს, რომ მასზე გაკეთებული სიუჟეტი ეთერში არ გასულიყო.

ჟურნალისტის თქმით, მუქარებით მისი დაშინება შეუძლებელია და არც რომელიმე საელჩოში მისვლას და ქვეყნიდან პოლიტიკური დევნის გამო გაქცევას აპირებს.

„გუშინ ყველას დაურეკეს. საერთოდ ყველას დაურეკეს ბატონი როინის შვილიშვილებმა, რომ სიუჟეტი ლაივშივე გაგვეწყვიტა და არ გასულიყო, მაგრამ ცხადია, არავის სასაცილოდ არ ეყო. აქვე დავამატებ, რომ მუქარებით ვერ შემაშინებთ. მთლად რომ ქუჩაში თქვენმა შპანამ დანა გამიყაროს, მსხვერპლის როლს არ მოვირგებ და ამით სიამოვნებას არ მოგანიჭებთ:))

იმაზე უკეთ გიცნობთ, ვიდრე თქვენ საკუთარ თავებს და ძალიან კარგად ვიცი, რაზედაც დგას თქვენი პროპაგანდა. თქვენი შიში მაქვს 0%-ით. ვიმეორებ – 0%-ით მეშინია თქვენი და რამე თუ მოხდა, არც რომელიმე საელჩოში მისვლას და ქვეყნიდან პოლიტიკური დევნის გამო გაქცევას ვაპირებ:)

შალვა ნათელაშვილი: „პირდაპირ გეტყვით, არ მომეწონა.. სასიკვდილოდ გაწირეს კაცი, ამ ასაკში სულ პატარა სტრესია საჭირო მძიმე შედეგისათვის“

მართალია, ბევრ რამეში ვუმტყუნე და იმედი გავუცრუე ჩემს მშობლებს, მაგრამ ერთი რამით სულ ამაყობს დედაჩემი და სიკვდილის ბოლო წუთამდე ამაყობდა მამაჩემი, რომ თქვენნაირების არასდროს წამითაც არ შემშინებია“, – წერს ბექა ყორშია.

ცნობისათვის, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი სატელეფონო საუბარში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, როინ მეტრეველს გაეცნო როგორც პრემიერ-მინისტრის აპარატის მრჩეველი, ვინ­მე აკა მა­მა­ცაშ­ვი­ლი.

„83 წლის ადამიანს რომ ასე მოექცევი, არ არის ყველაზე საამაყო, რაც შეიძლება გააკეთო, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია“ – სახალხო დამცველი

სიუჟეტში ბექა ყორშია მას სთხოვს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აკადემიკოსის სტატუსი მიანიჭონ, რა­ზედაც როინ მეტრეველს უარი არ უთქვამს.

„ჩათვალეთ, რომ ეს მოხერხდება ბატონი ირაკლისთვის და მინდა, რომ საერთოდ იცოდეთ თქვენ, რომ აკადემია მას მხარს სრულფასოვნად უჭერს, ყველაფერზე მზად ვართ. მაგრამ მაგისი არგახმაურება ცოტა ძნელია..

ერთი რამე იცოდეთ, რომ ბატონი ირაკლის მხარდაჭერა იქნება 100%-იანი. ერთი იცით რისი მეშინია, რომ დათვური სამსახური არ გავუწიო, თორემ მე პრობლემა არ მაქვს, ჩათვალეთ, აკადემია არის თქვენთან“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები