LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუნკის „კივილის“ საიდუმლო ამოხსნილია – ვინ გააკეთა ტილოზე ცნობილი წარწერა?

1707
kivili29324245

ედვარდ მუნკის ცნობილი ნახატი ,,კივილი” ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშია, რომელიც ოდესმე აუქციონზე გაყიდულა. ნორვეგიელი მხატვრის პასტელით შესრულებული ნამუშევარი უცნობმა მყიდველმა „სოთბის“ აუქციონზე, 2012 წელს, 120 მილიონ დოლარად შეიძინა.  მუნკის შედევრს თადაპირველად სხვა სახელი, “სასოწარკვეთა“ ერქვა და ალბათ მართლა ძნელია იპოვო სხვა ნახატი, რომელიც ასეთი სავსეა შიშით, უმედობით და  მარტოობით…

ნახატთან ერთად უკვე საუკუნეზე მეტია აქტუალობას არ კარგავს მასზე გაკეთებული მინაწერი -“ამის დახატვა მხოლოდ შეშლილს შეეძლო”.  წარწერა ნახატის მარცხენა ზედა კუთხეშია გაკეთებული და  ფანქრითაა შესრულებული. დიდი ხნის განმავლობაში ექსპერტების უმეტესობას მიაჩნდა, რომ ეს წარწერა ვანდალებმა გააკეთეს, რომლებსაც მუნკის შემოქმედება მაინცდამაინც თვალში არ მოსდიოდათ, თუმცა აზრთა სხვადასხვაობა აღნიშნულ საკითხზე დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა. საბოლოოდ, ნახატის  ინფრაწითელი გამოსხივებით შესწავლის შედეგად საიდუმლოს ფარდა აეხადა. ექსპერტიზამ  დაადასტურა, რომ „კივილზე“ გაკეთებული წარწერის ავტორი სხვა არავინ იყო, თუ არა ნახატის ავტორი ედვარდ მუნკი. მინაწერი მუნკის ხელნაწერებს შეადარეს.

სავარაუდოდ, მხატვრის მიერ ნახატზე აღნიშნული ფრაზის მიწერის საფუძველი ის კრიტიკა უნდა ყოფილიყო, რაც „კივილის“ პირველ გამოფენას ახლდა თან. ნახატი პირველად ედვარდ მუნკის მშობლიურ ქალაქ ოსლოში, 1893 წელს გამოიფინა და მან კრიტიკის ქარ-ცეცხლი გამოიარა, რამაც დიდი ალბათობით მხატვარს გული გაუტეხა. ედვარდ მუნკს წარწერის გაკეთების მომენტში ნამდვილად ვერ ეცოდინებოდა, რომ ნახატის პირველად გამოფენიდან 128 წლის შემდეგ „კივილი“ კვლავაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აღიარებული ნახატი იქნებოდა პლანეტაზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები