LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა ხვალიდან განახლდება

370
251638268-0-158-3001-1846-1920x0-80-0-0-f778a9a9a6378957b42e66ea34b3e2e4
მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა ხვალიდან განახლდება. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალურ ტრანსპორტში პირბადის ტარების წესი მკაცრად გაკონტროლდება.

“ხვალიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რეგულაციებს რაც შეეხება, პირბადის ტარება მკაცრად იქნება გაკონტროლებული. თქვენ იცით, რომ თუ მგზავრს პირბადე არ აქვს, ავტობუსში არავითარ შემთხვევაში არ დაიშვება, ასევე იქნება მიკროავტობუსსა და მეტროში. მაქსიმალურად მივაწვდით იმ ადამიანებს პირბადეებს და მოწოდებები იქნება, რომ პირბადეებით მგზავრობა იყოს შესაძლებელი,”- განაცხადა მერმა.