LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუნიციპალური ტერიტორიების უკანონოდ მითვისებასთან დაკავშირებით, მერია განცხადებას ავრცელებს

52

სახელმწიფო და მუნიციპალური ტერიტორიების უკანონოდ მითვისება მასიურ ხასიათს იძენს, რაზეც თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური მყისიერად რეაგირებს, – ამის შესახებ თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, ზედამხედველობის სამსახურს პირვანდელ მდგომარეობაში მოჰყავს ის მარტივი და ასევე, კაპიტალურად აგებული კონსტრუქციები, სადაც არაერთხელ იქნა დატოვებული შეტყობინება, თუმცა მოქალაქეების მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია.

”ანუ, არსებობს ვარაუდი, რომ ნაგებობებში არავინ ცხოვრობდა და ტერიტორიები დაკავებული იყო შემდგომში დაკანონების მიზნით. ამჟამად აფრიკის დასახლებაში, მებაღეობის ქუჩის  N29-ე კორპუსის მიმდებარედ მსგავსი შენობების დემონტაჟი მიმდინარეობს. ამასთან, ამავე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაწყებულია კიდევ 15 ფაქტზე და შედგენილია მითითების აქტები” – აცხადებენ მერიაში.

თბილისის მერია შეახსენებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც მიწის ნაკვეთების თვითნებურად მითვისებას ცდილობენ, რომ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებისგადაცემა ხდება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური კი სისტემატიურად ახორციელებს კონტროლს და მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში მიმართავს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები