LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუნიციპალური ავტობუსების ავტობაზის მშენებლობა დაიწყო

96

თბილისის მერიისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის – მუნიციპალური ავტობუსების ავტობაზის მშენებლობა დაიწყო.

სიმბოლური კაფსულა დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ვიცე-მერთან ლაშა აბაშიძესთან, მერის მოადგილესთან, ირაკლი ლექვინაძესთან, ტრანსპორტის სამსახურის და სატრანსპორტო კომპანიის უფროსებთან ერთად  ჩადო.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მოემსახურება ახალ ავტობუსებს, იქნება 370 ავტობუსზე გათვალისწინებული ავტობაზა. ახალი ავტობუსები სექტემბრის ბოლოდან ეტაპობრივად შემოვა ქალაქში და განთავსდებიან აქ. ავტობუსების შემოყვანა  მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება და შესაბამისად, გაზაფხულზე დასრულდება ამ ავტობაზის მშენებლობა. აქ მოხდება მათი საწვავით უზრუნველყოფა, ტექნიკური მომსახურება,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ავტოპარკი ევროსტანდარტებზე მორგებული ობიექტებით  ავტობუსებს სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს. პროექტში გათვალისწინებულია შემდეგი ობიექტების მშენებლობა: ადმინისტრაციული შენობა, პანორამული ხიდი და გამშვები პუნქტი, სერვისცენტრები, საწვავგასამართი და გაზგასამართი სადგურები, სამრეცხაოები და სხვა დამხმარე ობიექტები. ავტობაზა 377 ავტობუსის პარკირებას ითვალისწინებს.

ბაზა უახლესი ინფრასტრუქტურით იქნება აღჭურვილი, რაც  ყველა სტანდარტის დაცვით უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტის  გეგმიურ შეკეთებას. კომპლექსის მშენებლობას სამშენებლო კომპანია „დაგი“ ახორციელებს. მშენებლობა მომავალი წლის მარტში დასრულდება და სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს კომპანია „მანის“ ახალ ავტობუსებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები