LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მუმლაძისგან მივიღე შეთავაზება, გამარჯვების შემთხვევაში, ენმ-ის გენერალური მდივნის პოსტის დაკავების შესახებ“ – რას წერს სააკაშვილის ძმა

177
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმა აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატისგან, გიორგი მუმლაძისგან შეთავაზება მიიღო, რომ მუმლაძის გამარჯვების შემთხვევაში, დავით სააკაშვილი ენმ-ის გენერალური მდივნის თანამდებობას მიიღებს.

დავით სააკაშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიუიღია:„

„გიორგი მუმლაძისგან მივიღე შეთავაზება, გამარჯვების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტის დაკავების შესახებ.

დასამალი არ არის, რომ მიშას გათავისუფლებისთვის სხვადასხვა აქტივობებში მჭიდროდ ვთანამშრომლობ გიორგისთან, მის მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, რადგან მათი თავგანწირული და გულწრფელი ბრძოლა ჩემი აზრით, რეალურ შედეგზეა ორიენტირებულია.

ახლა ჩემი და ჩემი ოჯახის ფიქრები და განწყობები დაკავშირებულია მიშას ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენასთან.

შესაბამისად, მთლიანად ვართ კონცენტრირებული ჩვენი ოჯახისა და საზოგადოების დიდი ნაწილის ამ ეგზისტენციალურ პრობლემაზე.

მინდა მთელი გულით წარმატებები ვუსურვო ყველა კანდიდატს, ჩემი ხმა გიორგის.

შემოთავაზებას რაც შეეხება, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, არაა მარტივი და დრო მჭირდება.
აუცილებლად ჩავთვალე ამის შესახებ თქვენთვის მემცნო“, – წერს დავით სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ფოტო სლაიდზე: IPN

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები