ინდური ავიაკომპანია Air India საქართველოს მიმართულებით მეორე სპეცრეისს განახორციელებს, რომლითაც ინდოეთიდან საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დააბრუნებს. ფრენა მუმბაი-თბილისი-მუმბაის საჰაერო ხაზზე 28 ივნისს შედგება.
აღსანიშნავია, რომ ინდოეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი, რეგულარული ფრენები არ სრულდება. 27 მაისს Air India-მ დელი–თბილისი–დელის მიმართულებაზე პირველი სპეცრეისი განახორციელა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დააბრუნა.
შეგახსენებთ, საქართველოს 15 მოქალაქის გარდა, Air India-ს ბორტზე ინდოეთში მყოფი აზერბაიჯანის რესპუბლიკის 18 მოქალაქეც იმყოფებოდა. ინფორმაციას avianews ავრცელებს.