LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მულტიფუნქციურმა სივრცემ „თეატრმა“ სუხიშვილებს უმასპინძლა

161
აა (2)

13 და 20 იანვარს „თეატრმა“ სტუმრებს კიდევ ერთი შთამბეჭდავი სანახაობა შესთავაზა – მულტიფუნქციურმა სივრცემ ამჯერად სუხიშვილებს უმასპინძლა. ანსამბლმა „თეატრის“ სცენაზე „ქარაბშა“ – თანამედროვე ქორეოგრაფიული დადგმა წარმოადგინა. ის ილიკო სუხიშვილის მორიგი ექსპერიმენტია, რომელიც მოძრაობის, პლასტიკისა და შესრულების მანერის ესთეტიკას ქართული ფოლკლორიდან იღეს.

„თეატრის“ მთავარი კონცეფცია – სანახაობა ვახშმით ამჯერადაც უცვლელი დარჩა. სტუმრებმა, წარმოდგენის პარალელურად, სპეციალურად ამ საღამოსთვის შექმნილი კერძები დააგემოვნეს. ამასთან ერთად, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ კერძების რამდენიმე სეტიდან, გემოვნებისა და სპეციფიკური მოთხოვნების შესაბამისად, თავად აერჩიათ სასურველი მენიუ.

როგორც „თეატრში“ ამბობენ, მოთხოვნა ძალიან დიდი იყო, ამიტომ სუხიშვილების ამ შთამბეჭდავ ქორეოგრაფიულ დადგმას მის სცენაზე სტუმრები, სავარაუდოდ, ისევ იხილავენ. ამასთან ერთად, „თეატრი“ თებერვალში მიუზიკლ MAMMA MIA-ს სრულმეტრაჟიან პრემიერასა და ღონისძიებების სერიას აანონსებს, რომელთა შესახებაც მისი ფეისბუქისა და ინსტაგრამის საშუალებით შევიტყობთ.

მულტიფუნქციური სივრცე „თეატრი“ „წისქვილი ჯგუფმა“ მომხმარებლებს ოფიციალურად ნოემბერში წარუდგინა. ამ დრომდე სივრცემ უკვე უმასპინძლა რამდენიმე მასშტაბურ შოუს. „თეატრის“ მიზანია, შთამბეჭდავი სანახაობისა და გამორჩეული ვახშმის ერთობლიობით სტუმრებს უნიკალური გამოცდილება შესთავაზოს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები