LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მულტფილმები, რომელთა ყურებასაც ფსიქოლოგები კრძალავენ

1182

არსებობს მულტფილმები, რომლებსაც ფსიქოლოგების მხრიდან რადიკალურად უარყოფითი შეფასება აქვთ. ჩვენ შევადგინეთ ერთგვარი რეიტიგნი იმ ცნობილი ანიმაციური სერიალებისა, რომელთა ყურებაც უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე და რეკომენდებული არ არის.

მაშა და დათვი

ცნობილი სერიალი, რომელიც უდავოდ სახალისო და ლამაზი სანახავია. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ მთავარი პესონაჟი მაშა, რომელიც რთული ხასიათის ბავშვის ყველა თვისებას ირეკლავს, ცუდ გავლენას ახდენს პატარებზე. ბავშვები ერთი ერთში აკოპირებენ ცნობილი პერსონაჟის მავნე თვისებებს. ამავე დროს მაშას პერსონაჟი ცუდ გავლენას ახდენს ცხოველებისადმი ბავშვების დამოკიდებულებაზე. ის დასცინის ცხოველებს და მთავარ გმირს დათვს, რომელსაც მისი ყველა ახირების შესრულება უწევს. ფსიქოლოგების დაკვირვებით, ამ მულტფილმის ყურების შემდეგ, ბავშვების ქცევა უარყოფითისკენ იცვლება.

1

ღრუბელი ბობი – კვადრატული შარვალი

კიდევ ერთი ძალიან პოპულარული ამერიკული სერიალი სიუჟეტურად საერთოდ გაუგებარია. აქვე ხშირადაა გამოყენებული სარკასტული იუმორი, ყველა ეპიზოდში იგრძნობა პერსონაჟის აგრესია და გულგრილობა. ამერიკელი ფსიქლოგი დანიელ სალკივანი ამბობს, რომ ამ მულტფილმის ყურებიდან 9 წუთში ბავშვს ყურადღების დეფიციტის სიმპტომები აღენიშნება, რაც ქცევის არევასა და აგრესიას იწვევს

6

 

სასაცილო ბუშტები

ამ ჩამონათვალში მოხვდა კიდევ ერთი რუსული სერიალი, სასაცილო ბუშტები. ეს მულტფილმი ზედმეტადაა დატვირთული მკვეთრი ფერებით. ამავე დროს აქა არის საკმაოდ რთული დიალოგები, რომლებიც აშკარად არაა განკუთვნილი პატარებისთვის. მთავარი გმირები ხშირად ავლენენ იმ თვისებებს, რომელთა ინტერპრეტირებაც ბავშვებს სხვადასხვაგვარად შეუძლიათ.

2

მთვარეულისა და მისი მეგობრების თავგადასავალი

ეს რუსული მულტფილმიც არ შედის სასარგებლო მულტფილმების კატეგორიაში. პირველ რიგში აქ არასწორადაა გათვლილი ფერი. მთავარი პერსონაჟი იასამნისფერია, რაც ზოგადად დეპრესიისფრად ითვლება. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ მულტფილმის სხვა გმირებიც ვიზუალურად ბავშვებში შიშს უფრო იწვევენ, ვიდრე სიხარულს. ამდენად მათი ყურება რეკომენდებული არაა.

3

 

ჩემი პატარა პონი. მეგობრობა საოცრებაა

ამ ანიმაციურ ფილმსაც აქვს მკვეთრი ფერებისა და სწრაფი მოძრაობების პრობლემა. ბავშვები ვერ ასწრებენ თვალი მიაყოლონ კადრების სწრაფ ცვლილებას. ამავე დროს სერიალის პერსონაჟები სწრაფად და აგრესიულად საუბრობენ.

5

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები