LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუხიანში, რადიოქალაქი ფუნქციონირებას წლის ბოლოსთვის დაიწყებს – რას მოიცავს კომპლექსი

151
რადიოქალაქი

მუხიანში, რადიოქალაქი ფუნქციონირებას 2023 წლის ბოლოსთვის დაიწყებს. როგორც „აჭარა ჯგუფში“ აცხადებენ, 2023 წლის ბოლოს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება საერთო სამუშაო სივრცეები და მასთან დაკავშირებული შესაბამისი სერვისები.

„ამ ეტაპზე, რადიოქალაქში აქტიურად მიმდინარეობს ტერიტორიაზე არსებული ყველა შენობის რეკონსტრუქცია და გარე სივრცეების მოწესრიგება. პროექტის პირველი ფაზის განვითარების ფარგლებში, 2023 წლის ბოლოს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება საერთო სამუშაო სივრცეები და მასთან დაკავშირებული შესაბამისი სერვისები“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ „აჭარა ჯგუფში“.

ცნობისთვის, მუხიანში, რადიოქარხნის ტერიტორიაზე რადიოქალაქის მოწყობა თბილისის მერმა კახა კალაძემ 2019 წელს დააანონსა და აღნიშნა, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იყო ადგილზე მოეწყო კვების ობიექტები, სავაჭრო სივრცეები, ღამის კლუბი, მულტიფუნქციური საკონცერტო სივრცე, საგამოფენო სივრცე, ფიტნეს და სხვა ტიპის სპორტული სივრცეები, საცურაო აუზი, სარეკრეაციო სივრცე, კინოთეატრები, გასართობი ცენტრი, მედიათეკა, მინი საბავშვო ქალაქი, მეცნიერებათა მუზეუმი, კულინარიის სივრცე, სამუშაო, საწარმო სივრცე და ა.შ.

 

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები