მკვლელობა მუხიანში – მესამე მიკრორაიონში ცეცხლსააროლი იარაღით 33 წლის კაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. ადგილობრივების თქმით, მათ დაახლოებით შვიდი გასროლის ხმა გაიგეს, რის შემდეგაც დაინახეს, როგორ გარბოდა შემთხვევის ადგილიდან ორი პიროვნება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების მუხლებით დაიწყო, რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.