დედაქალაქის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, მუხათწყაროს გზაზე 100-ზე მეტი ჯანსაღი ხე უკანონოდაა მოჭრილი და დანაშაული შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს.
„საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, ელექტროგადამცემი ხაზის ქვემოთ და მიმდებარე ტერიტორიაზე არ უნდა იყოს ნარგავები, რადგან მან არ უნდა შეუშალოს ხელი ამ ხაზების უსაფრთხო ფუნქციონირებას. სანიტარული ჭრები ელექტროგადამცემი ხაზების ქვემოთ მიმდინარეობს. ფაქტი, რომელიც გუშინ დაფიქსირდა და გაიჩეხა 101 ძირი ფიჭვი იყო უკანონო და არანაირი კავშირი არ ქონდა ელექტროგადამცემი ხაზების უსაფრთხო ფუნქციონირებასთან,“ – აღნიშნა მაია ბითაძემ.
მუხათწყაროს გზაზე 2 ათასამდე ხის გაჩეხვის ნებართვის შეჩერებას საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობა” თბილისის მერიისგან ითხოვს.