თბილისში, მუხათწყაროს ასახვევში ხეები მოჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მცხოვრები ნინო კალანდაძე პოსტს და ფოტოებს “ფეისბუქზე” ავრცელებს.
მისი ვარაუდით, ადგილზე კორპუსის აშენება სურთ.
თუმცა, ამ ვარაუდს უარყოფენ მერიაში და ამბობენ, რომ ხეების ნაცვლად, ადგილზე მაღალი ძაბვის ბოძი უნდა დაიდგას.
“მუხათწყაროს ასახვევში ტყე გაუჩეხავთ (ისეთი სუნი იდგა ახალმოჭრილი ნაძვის…). ეს ტერიტორია უკვე თბილისს ეკუთვნის. ალბათ კორპუსი უნდა დადგან. აქ ყველა ხე ხელოვნურად არის დარგული და ურთულესია გამწვანება ქვიანი ნიადაგის გამო.
შეშისთვის ადგილობრივმა რომ მოჭრას, ნებართვა გჭირდება, მაგრამ ვიღაცისთვის ნებადართულია უმოწყალოდ ჩეხოს. ათეულობით ხე არის მოჭრილი და ალბათ ასე გააგრძელებენ, სანამ მთლიანად არ მოისუფთავებენ სამშენებლო ტერიოტირას”, – წერს ნინო კალანდაძე.
https://www.facebook.com/irakli.kartvelishvili.52/videos/972321859591052/?hc_ref=ARQVB7kGu4F8FRNJ4FS3O0ZEugSk6eyWSzWpeFWeskgOnfxXYK8ol997rd4HIt_liQ4