LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუჰამედ ალი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა

161

ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე მუჰამედ ალი 74 წლის ასაკში ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა. უცხოური მედიის ინფორმაციით, მუჰამედ ალი ხუთშაბათს საავადმყოფოში მწვავე რესპირატორული დაავადებით გადაიყვანეს, სადაც მან სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა.

ამერიკელ მოკრივეს 1984 წელს, აქტიური სპორტის მიტოვებიდან 4 წლის შემდეგ, პარკინსონის დაავადება აღმოუჩინეს.

მუჰამედ ალი მსოფლიოში პირველი მოკრივეა, რომელმაც მძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის წოდება სამჯერ მოიპოვა. აღნიშნული ტიტული მან პირველად 1964 წელს მიიღო, ამის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი 1974 წელსა და 1978 წელს განიმტკიცა.