ის, ვინც ხშირად განიცდის სტრესს სამსახურში, თავისუფლად შეიძლება ემსხვერპლოს ალცჰაიმერის დაავადებას! – ამტკიცებენ შვედი მეცნიერები, რომლებიც დიდხანს იკვლევდნენ, თუ რა გავლენას ახდენს სტრესის ჰორმონი მეხსიერებაზე.
ექსპერიმენტი მღრღნელებზე ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში მყოფ თაგვებს, საგრძნობლად ჰქონდათ მომატებული ბეტა-ამელოიდების ცილების დონე, რომელიც ჯერ მეხსიერების დაქვეითებას, მერე კი, ალცჰეიმერის დაავადებას იწვევს.
ახლო მომავალში ექსპერტები ანალოგიური ცდის ჩატარებას ადამიანზე გეგმავენ, მანამდე კი, მძიმე დაავადების თავიდან ასაცილებლად გონების ხშირ ვარჯიშს, უცხო ენების სწავლას და სტრესისგან მორიდებას გვირჩევენ.