LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იმყოფება, საკვების მიცემა ხვალიდან იგეგმება: ექიმი ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

100
ელენე ხოშტარია

“ამ ეტაპზე პაციენტ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იმყოფება.” – ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე “ნიუ ჰოსპიტალსის” შინაგანი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელმა ნინო ქანთარიამ ისაუბრა.

როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, ელენე ხოშტარია საკვებზე ჯერ არ გადასულა და საკვების მიცემა ხვალიდან იგეგმება:

“ამ ეტაპზე პაციენტ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იმყოფება. ვიტალური პარამეტრები გაკონტროლებულია, ლაბორატორიული მაჩვენებლებიდან კვლავ ვლინდება გარკვეული ცვლილებები ელექტროლიტურ ბალანსში, რომლის კორექციაც მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს შემდგომი კონტროლით და ისევ კორექციით.

საკვებზე ჯერ არ გადასულა. ვაძლევთ კალორაჟს კილოგრამ წონაზე გადაანგარიშებით. საკვების მიცემა ხვალიდან იგეგმება. ამ ეტაპამდე საკვებ დანამატზეა, რომელიც არჩეულია ჩვენ მიერ, ამით ხდება იმ კალორაჟის მკაცრი კონტროლი, რომელსაც ვაწვდით.

ვინაიდან, კვების აღდგენის პროცესში, კვების კალორაჟის მიღების პარალელურად მოსალოდნელია გართულებები, ამიტომ ეს ვითარება მაქსიმალურ კონტროლს საჭიროებდა.

პაციენტის გაწერაზე საუბარი, ალბათ, ჯერ ადრეა. პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში გვაქვს მოსალოდნელი რისკები, რომ კვების აღდგენის პროცესთან დაკავშირებული გართულებები განვითარდეს, როგორც ელექტროლიტური, ასევე სხვა.” – თქვა ექიმმა.

შეგახსენებთ, პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო.  

17 დღის შემდეგ კი მან შიმშილობა 19 ნოემბერს, მას შემდეგ შეწყვიტა, რაც იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს გორის კლინიკაში გადაყვანა შესთავაზა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები