LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მუდამ ვოცნებობდი, რომ ახალგაზრდა მამა ვყოფილიყავი“- ბრუკლინ ბექჰემს 10 შვილის ყოლა სურს

397
Untitleddgdfg

ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელტცი გაზაფხულზე დაქორწინდნენ. ამ დროის განმავლობაში მილიარდერი ნიკოლას ორსულობის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, თუმცა, ინფორმაცია არ დადასტურებულა.  სწორედ ამ თემაზე ისაუბრა ბრუკლინმა Entertainment Tonight-თან.

„მუდამ ვოცნებობდი, რომ ახალგაზრდა მამა ვყოფილიყავი, მინდა 10 შვილი მყავდეს, მინდა დიდი ოჯახი მყავდეს. მსურს სახლში პატარა ბექჰემი-პელტცები სახლში დარბოდნენ. ჩვენ გვსურს ბავშვები ვიშვილოთ კიდეც, თუმცა ბიოლოგიური შვილების ყოლასაც ვაპირებთ. ეს უახლოეს პერიოდში მსურს, თუმცა ეს მაშინ მოხდება როცა ჩემი ცოლი ამისთვის მზად იქნება“, – აცხადებს 23 წლის ბრუკლინი.

ბრუკლინმა ისიც გაანდო საზოგადოებას,  რომ მისი ცოლის აზრით,  მათი პირველი შვილი ბიჭი იქნება.

მილიარდერ ნიკოლა პელტცს 132 ევროიანი ფეხსაცმელი აცვია – დედამთილთან „ცივი ომის“ ფონზე გოგონამ იმიჯი რადიკალურად შეიცვალა 

სიყვარული სენ-ტროპეს მზის ქვეშ – ნიკოლა და ბრუკლინ ბექჰემების ვნებიანი თაფლობის თვე 

ნიკოლა და ბრუკლინი „ვოგის“ გარეკანზე – წყვილის აქამდე უცნობი ფოტოები „საუკუნის ქორწილიდან“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები