LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთვარეზე ორი ტურისტი 2018 წელს გაფრინდება

78

ამერიკული კერძო კოსმოსური კომპანია SpaceX გეგმავს, ორი ადამიანი მთვარეზე გაუშვას, ინფორმაციას „ბიბისი“ავრცელებს.

კომპანიის დამფუძნეველი და ხელმძღვანელი, ილონ მასკი ამბობს, რომ კოსმოსური ხომალდის მგზავრები არა პროფესიონალი ასტრონავტები, არამედ ორი სულ სხვა პროფესიის ადამიანია, რომლებსაც სურთ კოსმოსში იმოგზაურონ და ამისთვის საკმაოდ დიდი თანხა უკვე გადაიხადეს.

SpaceX-ის ხელმძღვანელმა მათი ვინაობა არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი „არ არიან ჰოლივუდიდან“. წელს კოსმოსში გაფრენის მსურველი ორივე პირი გაივლის სამედიცინო შემოწმებას, შემდეგ კი გაფრენისთვის მზადება დაიწყება.

„ეს პროგრამა არის საშუალება ადამიანებისთვის, 45 წლის შემდეგ პირველად შორეულ კოსმოსში დაბრუნდნენ,“ – მიიჩნევს ილონ მასკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები